შატო დავითიანის რესტორანი წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულოებით და მზად არის კერძების დიდი არჩევანი შემოგთავაზოთ. ვენახით გარშემორტყმული კოშკები, ქართული ტრადიციული არქიტექტურა, ქართული სამზარეულო, მკაცრად განსაზღვრულ მიკროზონაში წარმოებული ღვინო, მთები და სასიამოვნოდ აღქმადი მოცულობითი სივრცეები, რომლებიც კავკასიის მთებსა და ალაზნის ველზე იჭრება. ეს არის საუკეთესო ადგილი თქვენი კორპორატიული საღამოებისთვისა და ღირსშესანიშნავი დღეებისთვის. ჩვენი სამზარეულოს გუნდი მზად არის გემოებით დაგაბრუნოთ ძველ საქართველოში! სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ ბარს, რომელიც აუზთან ახლოს, ღია ცის ქვეშაა განლაგებული და მიირთვან მრავალფეროვანი ალკოჰოლური სასმელები და კოქტეილები.  მრავალფეროვანი ბარი, აუზი, მუხნარი, ბარბექიუ გარშემორტყმული არაჩვეულებრივი ხედებით. ეს სივრცე არის საუკეთესო ადგილი ახალგაზრდული წვეულებებისთვის. შატო დავითიანი მზად არის შეგიქმნათ დაუვიწყარი დღე!