მენიუ
დაჯავშნა

სასტუმროს შესახებ - შატო დავითიანი, შილდა

About hotel image
შატო დავითიანი მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში,სოფელ შილდასთან, გუნაშაურის ველზე. მისი უნიკალურობა მდგომარეობს მის არქიტექტურასა და მდებარეობაში. სასტუმრო გარშემორტყმულია ვენახით, რომელიც ქმნის დაუვიწყარ ხედს თქვენი ოთახის აივნიდან. არაჩვეულებრივი ხედი ერწყმის კავკასიონის მთების ფონს და ალაზნის ველის ლანდშაფტს. შემოგარენი გაჯერებულია მოცულობითი თავისუფალი სივრცის კონტრასტით და საქართველოსთვის დამახასიათებელი ველური ბუნებით. სასტუმრო ყურადღებას იპყრობს თავისი ეთნიკური სტილით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მოგზაურობას ძველ საქართველოში. შატო დავითიანის არქიტექტურა შედგება ორიგინალური კოშკებისგან, რომლებიც ძველ ქართულ აივნებსა და ტერასებთან ერთად კარგად ერწყმის ლანდშაფტს და ტრადიციულ ექსტერიერს.ვენახი და მეღვინეობადავითიანი არის 2018 წელს დაარსებული ელიტარული ღვინის მწარმოებელი კომპანია. ჩვენი ვენახები განლაგებულია მკაცრად განსაზღვრულ ქინძმარაულის მიკროზონაში და გადაჭიმულია 40 ჰექტარზე. ისინი წარმოდგენილია საფერავის, რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშებით. მეღვინეობის ქართული ტრადიცია, ქვევრული და კლასიკური მეთოდები, გამოცდილი მეღვინეები და მიკროზონის ნარჩევი ყურძენი გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალხარისხიანი პროდუქტი და მრავალფეროვანი არჩევანი.რესტორანი და ბარიშატო დავითიანის რესტორანი წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულოებით და მზად არის კერძების დიდი არჩევანი შემოგთავაზოთ. ვენახით გარშემორტყმული კოშკები, ქართული ტრადიციული არქიტექტურა, ქართული სამზარეულო, მკაცრად განსაზღვრულ მიკროზონაში წარმოებული ღვინო, მთები და სასიამოვნოდ აღქმადი მოცულობითი სივრცეები, რომლებიც კავკასიის მთებსა და ალაზნის ველზე იჭრება. ეს არის საუკეთესო ადგილი თქვენი კორპორატიული საღამოებისთვისა და ღირსშესანიშნავი დღეებისთვის. ჩვენი სამზარეულოს გუნდი მზად არის გემოებით დაგაბრუნოთ ძველ საქართველოში! სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ ბარს, რომელიც აუზთან ახლოს არის განლაგებული და მიირთვან მრავალფეროვანი ალკოჰოლური სასმელები და კოქტეილები. მრავალფეროვანი ბარი, აუზი, მუხნარი და ბარბექიუ, რომელიც გარშემორტყმულია არაჩვეულებრივი ხედებით. ეს სივრცე არის საუკეთესო ადგილი ახალგაზრდული წვეულებებისთვის. შატო დავითიანი მზად არის შეგიქმნათ დაუვიწყარი დღე!

განსახლების პირობები

გააკეთეთ დაჯავშნა სასტუმროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან და დარწმუნდით, რომ ეს ფასები საუკეთესოა, რაც კი ოდესმე შეგიძლიათ იპოვოთ. რადგან კარგი სასტუმრო ყოველთვის ზრუნავს ერთგულ სტუმრებზე.


შესახლების რეგისტრაცია 14:00
გამოსახლების რეგისტრაცია 12:00
ჯავშნის უარყოფა

თუ სტუმარი გააუქმებს დაჯავშნას დაგეგმილ შესვლამდე 24 საათით ადრე, მათ დაეკისრებათ ჯარიმა, რომელიც უდრის პირველი დღის ღირებულებას.


წესები და პირობები

თუ სტუმარი გააუქმებს დაჯავშნას დაგეგმილ შესვლამდე 24 საათით ადრე, მათ დაეკისრებათ ჯარიმა, რომელიც უდრის პირველი დღის ღირებულებას.